სოციალური მედია - ძიუდოს ფედერაცია
Judo-marketing

თანამშრომლობა ტრადიციის და შედეგების წარმოსაჩენად

2024 წლის აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი კომპანია და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ოფიციალური პარტნიორები არიან. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ძიუდოს ფედერაციის კომუნიკაციის მიმართულებით, რაც ქართველი და უცხოელი გულშემატკივრებისთვის ქართული ძიუდოს ტრადიციისა და სპორტული მიღწევების წარმოჩენას ისახავს მიზნად. მოკლე დროის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა წარმატებით შექმნა კამპანიები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისა და 2024 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა არაერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

ძიუდოს ფედერაციის ბრენდბუქი

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპეციალური ბრენდის სახელმძღვანელო. აღნიშნული ბრენდის სახელმძღვანელო კარგად ასახავს ძიუდოს ესთეტიკასა და ქართლი ძიუდოს ტრადიციას. დოკუმენტში შემოტანილია სპეციალური ვიზუალური ელემენტები, რომლებიც აჩენს სპორტულობისა და შეჯიბრის განცდას და ქმნის ძიუდოს ფედერაციის მკაფიო ბრენდის იდენტობას.

ჩართულობა და დინამიკა

ძიუდოს ფედერაციის სოციალური მედიის კომუნიკაცია არის დინამიური და იწვევს მაღალ ჩართულობას. ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს მნიშვნელოვანი ტურნირების შედეგებსა და უახლეს ამბებს. ჩვენ ვქმნით დროულ კონტენტს და უმაღლესი ხარისხის ვიდეომასალას, რასაც ყოველთვის ძალიან მაღალი გამოხმაურება მოსდევს. ტრადიციისა და თანამედროვე მეთოდების გაერთიანებით კი ვახარებთ ქართული ძიუდოს ყველა გულშემატკივარს.

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიად

ძიუდოს ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პარიზის ოლიმპიადის გაშუქება იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი. ოლიმპიადის კამპანიისთვის შემუშავდა ბრენდის სახელმძღვანელოს დამატებითი ელემენტები.

ოლიმპიელების დაბრუნება და ლაშა ბექაურის ბენეფისი

კამპანიის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ოლიმპიური ნაკრების დახვედრა იყო, სადაც ყურადღების ცენტრში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მოექცა. როგორც იცით, ლაშამ 24 წლის ასაკში მოახერხა მეორე ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება. გიზიარებთ ჩვენს გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც გულშემატკივრებით სავსე დარბაზი და ოლიმპიური ჩემპიონის საქართველოში ჩამოსვლის ემოციებია აღწერილი.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპორტს და სპორტის განვითარებას ,ძიუდოს ფედერაციასთან და სპორტსმენებთან თანამშრომლობა ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო დასტურია, რაც საერთო ჯამში სპორტის და ჟანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას უწყობს ხელს.