იაკუძა ლაუნჯი არის პრემიუმ კლასის აზიური რესტორანი, რომელიც გთავაზობთ იაპონიის, ჩინეთის, ტაილანდისა და აზიური ქვეყნების გამორჩეულ სამზარეულოს. რესტორანს გამოარჩევს ტრადიციული აზიური სამზარეულო და ელეგანტურ გარემო და საფირმო კოქტეილები. იაკუძა ლაუნჯის მენიუში შეხვდებით უგემრიელეს სუშის და საშიმის, ასევე ტაილანდისა და ჩინეთის არომატული და მრავალფეროვანი კერძებს რაც რესტორანს აზიური კულინარიის მოყვარულებისთვის იდეალურ ადგილად აქცევს.



"იაკუძა ლაუნჯის" სოციალური მედიის არხების მართვა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტია. თითოეული განთავსებული პოსტი შექმნილია ბრენდის წინასწარ განსაზღვრული ბრენდბუქის მიხედვით. თანამშრომლობის ფარგლებში ვქმნით Facebook-ისა და Instagram-ის პოსტებს, რომლებიც კარგად წარმოაჩენს "იაკუძა ლაუნჯის" გარემოს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ებყრობა გემრიელ და "მაცდურ" რეელებს, რომლებიც "იაკუძას" სამზარეულოს ხელოვნებასა და გემოს წარმოაჩენს. ჩვენი კონტენტი შექმნილია იმისთვის, რომ საკვების მოყვარულები მიიზიდოს და გააცნოს, რათა გამოცადონ "იაკუძა ლაუნჯის" უნიკალური შეთავაზებები.
"იაკუძა ლაუნჯის" კომუნიკაციის სტრატეგიაში განსაკუთრებულ ადგილს კოქტეილები იკავებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ თითოეული სასმელის უნიკალურ თვისებებს და ვუზიარებთ მომხმარებლებს. ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტის საშუალებით, განსაკუთრებით ჩვენს სოციალური მედიის რეელებსა და პოსტებში, ხაზს ვუსვამთ ცოცხალი და დახვეწილ კოქტეილების შემოთავაზებებს, რომლებიც "იაკუძა ლაუნჯის" განსაკუთრებულ ღირებულებას სძენენ.



Check Out Our Other Projects
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა სტუმართმოყვებელობისა და რესტორნების სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა მარტო სოციალური მედიის მართვით როდი შემოიფარგლება. მაღალი დონის უნიკალური ბრენდის იდენტობის შექმნიდან დაწყებული, საინტერესო და მრავალფეროვანი კომუნიკაციის დამყარების ჩათვლით, ჩვენი პროექტები ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს თითოეულ ბრენდს. ჩვენი გუნდი ძალზე დიდ ძალისხმევას სწევს თითოეული პროექტის შექმნასა და განვითარებაში, სტუმართმასპინძლობის სფეროს ისეთი პროქტები კი, როგორიც არის "იაკუძა ლაუნჯი" და "შვიდი ტბა" ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებენ ჩვენს პორტფოლიოში.